როგორ მოვიპოვოთ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლება

ადმინისტრაციული სამართალი

2007 წლის მიწის რეფორმის შედეგად, მიღებულ იქნა კანონი, რომლითაც შესაძლებელი გახდა ისეთი მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია, რომელიც სუბიექტებს თვითნებურად ჰქონდათ დაკავებული, ასევე გააჩნდათ გარკვეული სახის დოკუმენტაცია, თუმცა ეს არ იყო საკმარისი რეესტრში გასაფორმებლად.
ხსენებული შესაძლებლობით 1000 ობით სუბიექტმა ისარგებლა და დღესაც არსებობს მისი გამოყენების საშუალება.
თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება შესაძლებელია ორ შემთხვევაში:

თუ ფიზიკურ პირს განთავსებული აქვს შენობა-ნაგებობა და ნაკვეთი შემოღობილი აქვს.
თუ პირი ფლობს მისი საკუთრების მომიჯნავედ (მოსაზღვრედ) არსებულ უძრავ ქონებას, რომელიც ნაკლებია რეგისტრირებული ნაკვეთის ფართობზე.
დაინტერესებულმა ფიზიკურმა პირმა შესაბამის აღიარების კომისიაში უნდა წარადგინოს განცხადება თანდართული მასალით. იურიდიულ პირებს აღნიშნული უფლება მხოლოდ 2012 წლამდე ჰქონდათ.

აღიარების კომისია განცხადებას განიხილავს 2 თვის ვადაში, თუმცა შესაძლებელია აღნიშნული ვადა გაიზარდოს არაუმეტეს 6 თვემდე. ჩვენი იურიდიული კომპანია მრავალი წელია ეხმარება ფიზიკურ პირებს მსგავსი საადვოკატო სერვისით. თუ აღნიშნული პრობლემის წინაშე თქვენც მოგიწიათ დადგომა, პირველ ეტაპზე საჭიროა გაიაროთ იურიდიული კონსულტაცია და ამის შემდეგ ისარგებლოთ კვალიფიციური საადვოკატო სერვისით.