ქართული სამართლის ჯგუფმა საქართველოს განათლების, მეცნიერების,კულტურისა და სპორტის სამინისტროს მნიშვნელოვანი სასამართლო დავა მოუგო

ადმინისტრაციული სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ - ივანე ღლონტმა სრულად დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი და ბათილად ცნო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

საქმე ეხებოდა საქართველოს განათლების, მეცნიერების,კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მოსარჩელისათვის ფულადი პრემიის ანაზღაურების საკითხს. ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფმა ვერ აიღო თავისი კუთვნილი ფულადი პრემია, შესაბამისად დავის წარმართვის მიზნით ითანამშრომლა ჩვენს იურიდიულ კომპანიასთან და აღნიშნული საქმე, სამივე ინსტანციის სასამართლოში გადაწყდა ჩვენს სასარგებლოდ.

იმის მიუხედავად, რომ საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი წარდგენილი ჰქონდა, იგი უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო და უცვლელად დატოვა 2️⃣0️⃣1️⃣9️⃣ წლის 1️⃣1️⃣ აპრილის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილება.

ვულოცავთ ჩვენს დამკვეთს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას.