ქართული სამართლის ჯგუფმა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მნიშვნელოვანი სასამართლო დავა მოუგო

ადმინისტრაციული სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ - ეკატერინე ჯინჭველაშვილმა სრულად დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი და ბათილად ცნო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

საქმე ეხებოდა საკრებულოს მიერ ახლად დამტკიცებულ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას, რომლის თანახმადაც ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები მოექცა სარეკრეაციო ზონა 1-ში, რის შედეგადაც დამკვეთს მოესპო მიწის ნაკვეთის ინდივიდუალური განვითარების (სამშენებლო თვალსაზრისით) შესაძლებლობა.

ჩვენი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში სასამართლომ ბათილად ცნო ახალი მიწათსარგებლობის გენგერალური გეგმის ის ნაწილი, რომლითაც დამკვეთის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს დაედო სარეკრეაციო ზონა 1 და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაავალა ზემოხსენებული ტერიტორიებისთვის სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუსის მინიჭება.

აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ ეს არის პრეცენდენტული გადაწყვეტილება, რადგანაც სასამართლოს აქამდე ახალი მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე ნამსჯელი არ ჰქონდა.

ვულოცავთ ჩვენს დამკვეთს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას.