,,ქართული სამართლის ჯგუფმა" თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს მორიგი სამშენებლო დავა მოუგო

ადმინისტრაციული სამართალი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე - გიორგი ტყავაძემ სრულიად სამართლიანად გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ბათილად ცნო მრავალბინიან კორპუსზე გაცემული სამშენებლო ნებართვა სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რის შემდეგაც საქმე უკან დაუბრუნა მოპასუხე მხარეს.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი კომპანიის იურისტები წაგებული პირველი ინსტანციის სასამართლოს შემდეგ, მხოლოდ სააპელაციო განხილვის ეტაპზე ჩაერთვნენ საქმეში, სადაც ახალი მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობაც კი შეზღუდულია და ამის მიუხედავად, მაინც მოახერხეს საქმის წარმატებით შემობრუნება.

ვულოცავთ ჩვენს დამკვეთებს მორიგ გამარჯვებას.