რას გულისხმობს სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულება

სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულებას საკმაოდ მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს ყოფით ურთიერთობებში, იგი ძირითადად იდება იმ შემთხვევაში, როდესაც სარჩენი არის შრომის უუნარო და საჭიროებს მოვლას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულების დადებისას მარჩენალი უხდის სარჩენს მთელი სიცოცხლის განმავლობაში სარჩოს, ხოლო სარჩენი ამის სანაცვლოდ მარჩენალს გადასცემს ქონებას.
საინტერესოა ის გარემოება, რომ სარჩო შესაძლოა იყოს როგორც ფულადი თანხა, ასევე ბინით უზრუნველყოფა ან მოვლა და სხვა აუცილებელი დახმარების გაწევა.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ თუკი მარჩენალის გარდაცვალებამ დაასწრო სარჩენს, მისი რჩენა უნდა გააგრძელონ მარჩენალის მემკვიდრეებმა, რომლებიც იღებენ სამკვიდროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულება წყდება.
ამ ხელშეკრულების დადებისას მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ იგი აუცილებლად უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით, ხოლო თუ საქმე გვაქვს უძრავ ქონებასთან მაშინ ნოტარიულად გაფორმებსაც საჭიროებს.
ასევე მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულება შეიძლება გახდეს სადავო, თუ ხელშეკრულების დადებისათვის, მარჩენალის მიმართ სხვა პირებს უკვე აქვთ სარჩოს მოთხოვნის უფლება (მაგალითად შვილებს).
გასათვალისწინებელია, ის ფაქტი, რომ სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულება დამყარებულია მარჩენალსა და სარჩენს შორის პირად ურთიერთობაზე.
აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტისას სარჩენს გადაცემული უძრავი ქონება უბრუნდება უკან, ხოლო მარჩენალს გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება თუკი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.