რა არის მინდობილობა?

მინდობილობა არის დოკუმენტი, რომელიც მესამე პირს უფლებას აძლევს შეასრულოს გარკვეული დავალებები.
იმ შემთხვევაში თუ არსებობს პირი, რომელსაც ვენდობით, შეგვიძლია მას მივანდოთ ჩვენი საქმეების განხორციელების შესაძლებლობა, ანუ გავუფორმოთ მინდობილობა.
იურიდიული ბუნების თვალსაზრისით მინდობილობა გადის დავალების ხელშეკრულების კატეგორიაში, რაც არ უნდა უცნაური იყოს, იგი ითვლება ცალმხრივ დოკუმენტად და მას მხოლოდ მინმდობი აწერს ხელს.

რა უფლების განხორციელება შეგვიძლია მინდობილობით?

ყველაზე გავრცელებული უფლებები, რომელსაც გადასცემენ მინდობილობით არის შემდეგი: სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლებამოსილება, გარკვეულ დოკუმენტებზე ხელის მოწერის, ბინის ყიდვის/გაყიდვის უფლება, ასევე ადმინისტრაციულ ორგანოში, აღსრულების ეროვნულ ბიუროში და სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციაში მიმართვის უფლება და სხვა.
აღსანიშნავია, რომ გამოყოფენ გენერალურ მინდობილობას, რომლის ძირითადი განსხვავება მინდობილობისგან იქიდან გამომდინარეობს, რომ მინმდობი მინდობილს აძლევს უფლებას გაასხვისოს თავისი ქონება სხვა პირზე მინდობილობის საფუძველზე.
აგრეთვე აღსანიშნავია დამკვიდრებული ტერმინი რწმუნებულება, რომელსაც რეალურად იგივე სამართლებრივი შინაარსი აქვს, თუმცა როგორეც წესი გამოიყენებენ სასამართლო ან სხვა უწყებრივი წარმომადგენლობისას.
აღსანიშნავია, რომ არსებობს ისეთი სახის უფლებები, რომლის მინდობილობის საფუძველზე გადაცემას კრძალავს კანონოთ, მაგალითად ცოლის მოყვანა მინდობილობით.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად დამკვიდრდა მინდობილობის დისტანციურად გაცემის შესაძლებლობა, თუმცა ასეთის გაცემა აკრძალულია გენერალური მინდობილობის მიმართ.