რა არის მორალური ზიანი?

საინტერესოა, რომ ქართული სამართალი, გარდა ქონებრივი ზიანისა, ითვალისწინებს მორალური ზიანის ანაზღაურებასაც;
მორალური ზიანი, როგორც წესი, გამოიხატება დაზარალებულის ფსიქიკურ ტანჯვაში, რაც მან განიცადა ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამო;
თუმცა, საინტერესოა, რომ სამოქალაქო კოდექსი მორალური ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს მხოლოდ ორ შემთხვევაში:
ზიანი გამოწვეულია პირის ღირსების, საქმიანი რეპუტაციის ან პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემლახველი ცნობების გავრცელების გამო;
ზიანი გამოწვეულია პირის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად.
მორალური ზიანის არსებობას, ასევე მისი ოდენობის განსაზღვრას (რაც უნდა გამოიხატებოდეს ფულადი სახით) ცხადია სჭირდება სათანადო მტკიცება, საუკეთესო გამოსავალი ასეთ დროს, კვალიფიციურ იურისტთან კონსულტაციის გავლაა.