რას ნიშნავს აუცილებელი გზა

რა შეგვიძლია მოვიმოქმედოთ, თუ ჩვენს მიწის ნაკვეთს ისეთი მდებარეობა გააჩნია, რომ ვერ უკავშირდება საჯარო გზებს, ელექტრო, ნავთობის თუ წყალმომარაგების ქსელებს, რის გამოც ჯეროვნად ვერ ვიყენებთ საკუთრებას?
ასეთ შემთხვევაში, შეგვიძლია მოვთხოვოთ მეზობელს მოგვცეს შესაძლებლობა ვისარგებლოთ მისი მიწის ნაკვეთით, რომლითაც დავუკავშირდებით ზემოხსენებულ წერტილებს.
აღსანიშნავია, რომ მეზობელს არ აქვს უფლება აგვიკრძალოს მისი მიწის ნაკვეთით როგორც აუცილებელი გზით სარგებლობა, თუმცა ჩვენ, ჩვენის მხრივ უნდა გადავუხადოთ ასეთი მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შესაბამისი კომპენსაცია ერთჯერადი ან სხვაგვარი სახით.
არსებითია გავითვალიწინოთ, რომ თუ ჩვენს მიწის ნაკვეთს ჰქონდა აუცილებელი გზა და იგი ჩვენს მიერ გაუქმდა თვითნებურად (მაგალითად მასზე აღვმართეთ შენობა - ნაგებობა), ასეთ შემთხვევაში ვკარგავთ უფლებას მეზობლისგან მოვითხოვოთ მისი მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლების მონიჭება.