რა სახის ბინადრობის ნებართვა არსებობს საქართველოში?

პირისათვის, რომელსაც არ გააჩნია საქართველოს მოქალაქეობა, ბინადრობის ნებართვა ადასტურებს მის უფლებას, შემოვიდეს და იმყოფებოდეს საქართველოში ან ტრანზიტით გაიაროს საქართველოს ტერიტორია ბინადრობის ნებართვის მოქმედების პერიოდში.

🔶 უცხოელის საქართველოში ყოფნის მიზანი და სამართლებრივი საფუძველი განსაზღვრავს ბინადრობის ნებართვის შინაარსს, შესაბამისად არსებობს რამდენიმე სახის ბინადრობის ნებართვა :

🔸 შრომითი ბინადრობის ნებართვა;
🔸 სასწავლო ბინადრობის ნებართვა;
🔸 ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით;
🔸 საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა;
🔸 მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა;
🔸 სპეციალური ბინადრობის ნებართვა;
🔸 მუდმივი ცხოვრების ნებართვა;
🔸 საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა;
🔸 დროებითი ბინადრობის ნებართვა;
🔸 მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა;

იმისათვის, რომ უცხოელმა მოიპოვოს შესაბამისი ბინადრობის ნებართვა საქართველოში სასურველი პერიოდით ლეგალურად ყოფნის მოსაპოვებლად, საჭიროა მას გაეწიოს კვალიფიციური იურიდიული მომსახურება ამ სფეროში გამოცდილი იურისტების მიერ.

იურიდიული კომპანია „ქართული სამართლის ჯგუფი“ გთავაზობთ სრულყოფილ სერვისს აღნიშნული მიმართულებით. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.