მიზეზი რის გამოც შეიძლება გაბათილდეს ხელშეკრულება?

მისი დადება პირდაპირ არღვევს კანონს ან ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებსა და საჯარო წესრიგს❗️ მაგალითისათვის, ჩვეულებრივი ფიზიკური პირი ვერ დადებს ცეცხლსასროლი იარაღის ნასყიდობის ხელშეკრულებას, ვინაიდან ამას პირდაპირ გვიკრძალავს კანონი.

ნდობის ბოროტად გამოყენების შემთხვევაში❗️ მიდნობილი პირი თუ გასცდება მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებს (მიდობილობის შინაარსს) ასეთ პირობებში დადებული ხელშეკრულება/ნებისმიერი შეთანხმება იქნება ბათილი.

მოჩვენებითი ან თვალთმაქცური ხელშეკრულების დადებისას!
თუ მოვალე თავს არიდებს ვალდებულების შესრულებას და თავის ქონებებს მოჩვენებითად გაასხვისებს, ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია მოვითხოვოთ ამ ხელშეკრულებების ბათილად ცნობა მათი თვალთმაქცურობის გამო.

ხელშეკრულება არასერიოზული შინაარსის მატარებელია!
თუ გარემოებებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ პირი უბრალოდ გვეხუმრება თითქოს გვაჩუქებს მილიონს ასეთ შემთვევაში, ვერ მივიჩნევთ, რომ ხელშეკრულება თანხის ჩუქების შეპირებაზე დაიდო და ვერ მოვითხოვთ ამ ვალდებულების შესრულებას.

ხელშეკრულება დადო მცირეწლოვანმა ან მხარდაჭერის მიმღებმა დამოუკიდებლად!
როგორც წესი, მცირეწლოვანი ბავშვი და ის პირი, ვისაც გარკვეული ფსიქიკური თუ ემოციური აშლილობის გამო ესაჭიროება წარმომადგენელი (მხარდამჭერი) ხელშეკრულებებს დებენ მხოლოდ წარმომადგენლის მეშვეობით, სხვა შემთხვევაში მათ მიერ დადებული ხელშეკრულებები იქნება ბათილი.