3 ძირითადი იურიდიული რისკი, რაც შეიძლება ახლდეს ავტომობილის შეძენას

1. არასათანადო მესაკუთრესთან ხელშეკრულების გაფორმება!
ხშირად გვხდება ისეთი შემთხვევა, როდესაც გამყიდველი მართალია ავტომობილის მფლობელია, თუმცა ამ ნივთის მესაკუთრედ არ არის რეგისტრირებული. შესაბამისად ასეთ პირთან ხელშეკრულების დადებით საკუთრებას ავტომობილზე ვერ მოვიპოვებთ.

2. გირავნობით დატვირთული ავტომობილის ყიდვა!
ავტომობილის შეძენამდე აუცილებელია დავრწმუნდეთ, რომ მასზე არ არის გავრცელებული მესამე პირის სასარგებლოდ გირავნობის უფლება, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში დიდი ალბათობით მოხდება შეძენილი ნივთის მესამე პირის სასარგებლოდ რეალიზაცია.

3.დაყადაღებული ავტომობილის ყიდვა!
თუ ჩვენ დავდებთ ხელშეკრულებას ავტომობილზე, რომელსაც ადევს ყადაღა, ასეთი ხელშეკრულება ავტომატურად ჩაითვლება ბათილად და ჩამოგვერთმევა შეძენილი ავტომობილი. იმისათვის, რომ ვიყოთ სათანადოდ ინფორმირებულნი და ზემოხსენებული რისკები ავირიდოთ თავიდან, აუცილებელია საქართველოს შინაგან სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან გამოვითხოვოთ ცნობა ავტოსატრანსპორტო საშუალების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.