როგორ შეიძლება ვლინდებოდეს სანივთო სამართალი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში?

სანივთო უფლება აბსოლუტური ხასიათის მატარებელია, ეს იმას ნიშნავს, რომ აბსოლუტური უფლების მატარებლის წინაშეა ყველა პირი, როგორც ვალდებული პირი, მაშინ როცა შეფარდებითი უფლების მატარებელს უპირისპირდება განსაზღვრული პირი, როგორც კონკრეტული უფლება–მოვალეობათა სუბიექტი.
თუ თქვენ ხართ უძრავი ქონების - მაგალითად ბინის მესაკუთრე, კანონი განიჭებთ უფლებამოსილებას ნებისმიერი პირისგან მოითხოვოთ თქვენი საკუთრების ხელყოფის შეწყვეტა.
ხოლო შეფარდებითი ურთიერთობისას, მაგალითად, თუ თქვენ კონკრეტულ პიროვნებას ასესხეთ თანხა, უფლებამოსილი ხართ სესხის დაბრუნება მოსთხოვოთ მხოლოდ იმ პირს, ვისთანაც დადებული გაქვთ სესხის ხელშეკრულება.
სანივთო უფლებები, „numerous clausus”-ს პრინციპითაა განსაზღვრული. ანუ არსებობს იმდენი სანივთო უფლება, რამდენიც კანონით არის აღიარებული.
ესენია: საკუთრება, აღნაგობა, სერვიტუტი, უზუფრუქტი, გირავნობა, იპოთეკა. საინტერესოა ის გარემოება, რომ სანივთო უფლებას მიყოლის თვისება ახასიათებს - სანივთო უფლება მიყვება ნივთს, როცა ის სხვის ხელში გადადის.
მაგ: თუ თქვენ ყიდულობთ იპოთეკით დატვირთულ ბინას, უნდა გაითვალისწინოთ, რომ იპოთეკა მესაკუთრის ცვლილების შემთხვევაშიც შენარჩუნდება ამ ნივთზე და თქვენს ხელში გადმოვა იპოთეკით დატვირთული ქონება.