ვისაც განზრახული გაქვთ უძრავი ქონების შეძენა

იურიდიული კომპანია,,ქართული სამართლის ჯგუფი" გთავაზობთ სპეციალურ წინადადებას,
ვისაც განზრახული გაქვთ უძრავი ქონების შეძენა.

შეიძინე ურისკოდ!!!

მშენებარე ფართების, ძველი უძრავი ქონებისა თუ მიწის ნაკვეთის ყიდვისას არსებობს მთელი რიგი რისკები, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია ამ ტიპის ნივთის შეძენისას.

წინამდებარე შემოთავაზების ფარგლებში ინდივიდუალურად ხდება იმ მდგომარეობის სამართლებრივი ანალიზი, რა ტიპის უძრავ ქონებას ყიდულობს სუბიექტი და შემძენს დეტალურად განემარტება იმ რისკების შესახებ რას შეიძლება შეხვდეს იგი მომავალში კონკრეტული ხელშეკრულების ხელმოწერისას.

შემოთავაზება აგრეთვე გულისხმობს ჩვენი ჯგუფის იურისტის ჩართვას მოლაპარაკებებში გამყიდველთან, რაც კიდევ უფრო შეამცირებს თქვენს რისკებს უძრავი ქონების შეძენისას, განსაკუთრებით მშენებარე ფართების შემთხვევებში, როდესაც გამყიდველი კომპანია წარმოდგენილია ძლიერი იურიდიული დეპარტამენტით.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ფირმა უშუალოდ უძრავი ქონებისა და სამშენებლო სამართლის მიმართულებით ორიენტირდება, ამ პაკეტის შეძენით შეძლებთ თავიდან აირიდოთ ყველა შესაძლო ნეგატიური შედეგი, რომელიც ნებისმიერი მშენებარე ფართის ყიდვას შეიძლება სდევდეს თან.