რა არის იპოთეკა?

იპოთეკა ესაა მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება.

იპოთეკა უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნას იმგვარად, რომ თუ ვალდებულება არ შესრულდება დროულად და ჯეროვნად (მაგალითად არ შესრულდება სრული ოდენობით), კრედიტორს შეუძლია იპოთეკით დატვირთული ნივთის რელიზაციით ან საკუთრებაში გადაცემით დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა.

🔴 იპოთეკის საგანი შეიძლება იყოს უძრავი ნივთი, როგორიცაა: სახლი, მიწა, ბინა და ა.შ.
🔴 იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს, მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. აღსანიშნავია, რომ იპოთეკის ხელშეკრულება აუცილებლად იდება წერილობით და მასზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება სავალდებულოა.
🔴 იპოთეკის ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს რამდენიმე არსებით პირობას, მათ შორისაა: უძრავი ნივთის მესაკუთრე, იპოთეკარი, სავარაუდო მოვალე მესამე პირი, უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა, სარგებელი, შესრულების ვადა და სხვა პირობები.
🔴 თუ მოვალე არ შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია ან საკუთრებაში გადასვლა სამართლებრივი ინტერესის დაკმაყოფლების მიზნით.