რა განსხვავებაა კანონით მემკვიდრეობასა და ანდერძით მემკვიდრეობას შორის?

მემკვიდრეობის სამართალი ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობისა და პრაქტიკისათვის ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.

კანონით მემკვიდრეობის დროს კანონი თვითონ არეგულირებს, ვის უნდა დარჩეს გარდაცვლილის (მამკვიდრებლის) ქონება და რა რაოდენობით. ამ დროს არსებობს მემკვიდრეთა რიგითობის პრინციპი (სულ 5 რიგი), რაც იმას ნიშნავს, რომ წინა რიგის თუნდაც ერთ-ერთი მემკვიდრის არსებობა გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრეობას.

ანდერძით მემკვიდრეობის დროს, კანონით მემკვიდრეობისაგან განსხვავებით, გარდაცვლილ პირს (მამკვიდრებელს) ანდერძის შედგენით წინასწარ აქვს განსაზღვრული, ვის დარჩება და რა რაოდენობით მისი ქონება.

ანდერძის მეშვეობით მამკვიდრებელს შეუძლია თავისი ქონება გადასცეს, როგორც კანონით მემკვიდრეს, ისე ნებისმიერ სხვა არანათესავ პირს, მათ შორის იურიდიულ (ორგანიზაცია, დაწესებულება) პირსაც.

ქართული სამართლის სპეციფიკა იმაში გამოიხატება რომ ანდერძის არსებობის შემთხვევაშიც მამაკვიდრებლის შვილს მშობელს და მეუღლეს სრულად ვერ ჩამოვართმევთ სამკვიდროს.ეს პირები უფლებამოსილნი არიან მიიღონ იმის ნახევარი რასაც ანდერის არ არსებობის შემთხვევაში მიიღებდნენ.