რა არის მიწის გამოყენების გენერალური გეგმა (გენგეგმა)

კონსიერჟი

მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა (ე.წ. გენგეგმა), წარმოადგენს ქალაქის განვითარების მთავარ დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს.
თუმცა მშენებლობის არეალების დაგეგმვასა და სწორად განხორციელებასთან ერთად გენგეგმას აქვს მნიშვნელოვანი მინუსიც. ეს არის სამშენებლო ზონების არასწორად დადება, კერძო საკუთრების მიწის ნაკვეთებზე. მაგალითად დღეის მდგომარეობით თბილისის საქალაქო სასამართლოში მოქმედ რეჟიმში განიხილება დავები იმაზე, რომ კონკრეტულ სუბიექტებს გენგეგმით დაედოთ ისეთი ზონა, რომელშიც აკრძალულია მშენებლობა. ასეთ მოვლენას ირიბ ექსპროპრიაციას (საკუთრების ჩამორთმევას) ეძახიან, რადგანაც გაქვს რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი და ვერ აშენებ მასზე სასურველ შენობას.
ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მიმართულებაა არასწორად დადებული სამშენებლო ზონების სასამართლო წესით მოგვარება, რის შედეგადაც უკვე უამრავ ადამიანს მიეცა საშუალება გამოესწორებინა მისი მიწის ნაკვეთის სამართლებრივი მდგომარეობა და ესარგებლა მისი საკუთრებით სრულყოფილად.