ინტერნეტ თაღლითები

ინტერნეტ თაღლითები

ინტერნეტში საკმაოდ გახშრდა სოციალური ქსელის საშუალებით ჩადენილი დანაშაულები.იურისტები სულ უფრო და უფრო ხშრად აწყდებიან სოციალურ ქსელში ონლაინ მაღაზიით ან სხვა საშუალებით მოტყუებულ ადამიანებს რომელთაც ჰგონიათ რომ მათ მიმართ ჩადენილია თაღლითობა.

რა არის თაღლითობა
სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლში განსაზღვრულია, რომ თაღლითობა არის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით. იგი განზრახი დანაშაულია რაც ნიშნავს იმას, რომ დანაშაულის ჩამდენ პირს გააზრებული უნდა ჰქონდეს მის ქმედება და შედეგი. დასრულებულად, ანუ ჩადენილად ითვლება როდესაც თაღლითი მოტყუებით მიიღებს ნივთს ან ქონებრივ უფლებას.

თაღლითობა ინტერნეტ სივრცეში ამისთვის თაღლითები იყენებენ სოციალური მედიის საიტებს რათა ფართო აუდიტორიაში გაავრცელონ ინფორმაცია. შეტყობინებები შეიძლება შეიცავდეს ყველაფერს, მათ შორის ინვესტიციის შეთავაზებას, გასაყიდ საგნებს, მომსახურებას. მოვიყვანოთ სოციალურ ქსელში თაღლითობის ტიპის რამდენიმე მაგალითი: არსებობს „კრიპტო“ ვალუტის თაღლითობა; ხშირად საზოგადოებას სთავაზობენ უფასო ბილეთებს ან რაიმე სახის ვაუჩერებს, ვინც ამ ბმულზე გადადის მოტყუებული რჩება; ასევე შესაძლოა შემოგთავაზონ რაიმე ნივთის ყიდვა ონლაინ საფასურის წინასწარ ჩარიცხვით, როდესაც თანხას რიცხავთ ისინი პროდუქტს არ გაწვდიან და არც თანხას გიბრუნებენ. ასეთი ვაჭრობისას თაღლითობის რამდენიმე ვარიანტი არსებობს, ერთ შემთხვევაში თაღლითები ქმნიან ცნობილი ბრენდების ვებ-საიტებს რომელიც ძალიან ჰგავს ორიგინალს ფასი კი შედარებით დაბალია, იწვევენ მომხმარებლებს და სთავაზობენ ნივთის შეძენას ინტერნეტ გადახდის საშუალებით, დაინტერესებული პირი ტყუვდება, რიცხავს თანხას, შეძენილი ნივთი კი არასდროს მიდის მომხმარებლამდე.