რატომ არის მნიშვნელოვანი ქორწინების რეგისტრაცია?

რატომ არის მნიშვნელოვანი ქორწინების რეგისტრაცია❓
აუცილებელია ვიცოდეთ, რომ ქართული კანონმდებლობის მიხედვით მეუღლეთა უფლება - მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინება.
ქართული სამართალი მეუღლეებად არ განიხილავს რელიგიური რიტუალით დაქორწინებულ პირებს და არც საერთო მეურნეობის მქონე პირებს, რომლებსაც ფაქტობრივად შექმნილი აქვთ ოჯახი, თუმცა ქორწინება არ დაურეგისტრირებიათ.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ქორწინების რეგისტრაცია აუცილებელია რათა მეუღლეთა მიერ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება ჩაითვალოს თანასაკუთრებად. შესაბამისად, განქორწინებისას ქონების გაყოფა მეუღლეებს შორის ხდება მხოლოდ მაშინ, თუ ქონების შეძენის პერიოდში ქორწინება რეგისტრირებული იყო.
ამასთან, საინტერესოა ის ფაქტი, რომ არარეგისტრირებული ქორწინებისას ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობის საფუძველს ასევე არ წარმოადგენს საერთო მემკვიდრეების - შვილების არსებობა.
ქორწინების/განქორწინების რეგისტრაცია ხდება როგორც სამოქალაქო რეესტრის, ისე ნოტარიუსის მეშვეობით.