რა არის საჯარო რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია?

რა არის საჯარო რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია❓
ნებისმიერ სუბიექტს, რომელიც მიმართავს საჯარო რეესტრს, შეუძლია არსებული რეგისტრირებული მონაცემები მიიჩნიოს დადგენილად და დამატებით აღარ იკვლიოს სწორადაა თუ არა ამონაწერში კონკრეტული უფლება რეგისტრირებული.
მაგალითისთვის, თუ „A“ საჯარო რეესტრის ამონაწერის გრაფაში რეგისტრირებულია, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრე, ჩვენ შეგვიძლია მასთან, როგორც მესაკუთრესთან, დავდოთ ხსენებული ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება.
ხოლო, თუ შემდგომში აღმოჩნდება, რომ „A“-ს საკუთრება არასწორადაა რეგისტრირებული, ჩვენ, როგორც მყიდველი (რომელიც დაეყრდნო საჯარო რეესტრის მონაცემებს), აღნიშნულზე არ ვაგებთ პასუხს.
თუმცა, რეესტრის უტყუარობის პრეზუმფცია ვერ დაგვიცავს 2 გარემოების არსებობისას:
თუ ობიექტურად ვიცით (ან უნდა ვიცოდეთ), რომ ჩანაწერი არასწორია;
ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი.