რას ნიშნავს დელიქტი?

დელიქტის პირდაპირი განმარტება არის ზიანის ზარალის მიყენება სხვა სუბიექტისთვის. ეს არის კანონსაწინააღმდეგო მოქმედებაა, რომელმაც გამოიწვია ზარალი და ითვალისწინებს მისი ანაზღაურების ვალდებულებას.

შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ზიანის მიმყენებელი ვალდებულია აუნაზღაუროს დაზარალებულს მისი ქმედებით მიყენებული ზიანი.

🔷 რა სახის დელიქტებია ყველაზე მეტად გავრცელებული❓

🔹 ავტოსაგზაო შემთხვევით წარმოშობილი ზიანი;
🔹 ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანი;
🔹მეზობლის ბინიდან წყლის ჩასვლით წარმოქმნილი ზიანი;
🔹მშენებლობისას მეზობლის სახლისთვის მიყენებული ზიანი და სხვა.

კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ზიანის მიყენებაში შეიძლება იგულისხმებოდეს ასევე არაქონებრივი (მორალური) ზიანი, მაგალითად ფიზიკური ტრავმა, რაც შეიძლება ასევე დაექვემდებაროს კომპენსირებას. როგორც წესი ზიანის ანაზღაურების დავებზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საექსპერტო დასკვნას, რომელიც განსაზღვრავს ზიანის ოდენობას.

იმ შემთხვევაში თუ სახეზე გვაქვს ზიანის ანაზღაურების შემთხვევა, აუცილებელია კონსულტაცია გავიაროთ იურისტთან და დავადგინოთ რა უფლებები გვაქვს დამნაშავე სუბიექტთან მიმართებით.