ქორწინების ქონებრივი ასპექტები

დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება წარმოადგენს მეუღლეთა საერთო საკუთრებას.

ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც ერთერთი მეუღლე გაიფორმებს უძრავ ან მოძრავ ქონებას მის ერთპიროვნულ საკუთრებაში, მის მეუღლეს მაინც გააჩნია თანასაკუთრება ასეთ სიკეთეზე, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც, როდესაც საერთო საკუთრების უფლების გავრცელების პრინციპი არ გამოიყენება.

მაგალითისთვის,თანასაკუთრება არ ვრცელდება შემდეგ სიკეთეებზე:

ნივთებზე, რომლებიც მემკვიდრეობით იქნა შეძენილი;
ნივთებზე, რომელიც ჩუქებით იქნა შეძენილი;
ინდივიდუალური სარგებლობის ნივთები, გარდა ძვირფასეულობისა;
ქორწინების რეგისტრაციამდე შეძენილ ნივთებზე;

აღსანიშნავია, რომ კანონი მხოლოდ სამოქალაქო ქორწინების რეგისტრაციას უკავშირებს თანასაკუთრების უფლების წარმოშობას🧾🖊, შესაბამისად ჯვრისწერა, აგრეთვე სხვა რელიგიური რიტუალები არ მიიჩნევა სამოქალაქო ქორწინებად და არ წარმოშობს მოთხოვნის უფლებას.