იურიდიულმა კომპანიამ „ქართული სამართლის ჯგუფმა“ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მნიშვნელოვანი დავა მოუგო

კონსიერჟი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ - ვალერიანე ფილიშვილმა სრულად დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი, ბათილად ცნო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალა მას ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უარი განაცხადა მოსარჩელის კუთვნილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მას.
სწორი იურიდიული კონსულტაციის შედეგად კი ჩვენმა კლიენტმა სასურველ შედეგს მიაღწია, ვინაიდან მოსამართლემ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს პირდაპირ დაავალა მისი დიპლომის აღიარება.
ვულოცავთ ჩვენს კლიენტს ამ ღირსეულ გამარჯვებას.