სისხლის სამართალი

სისხლის სამართალი

ჩვენი ფირმის ერთ-ერთ აქტუალურ მიმართულებას წარმოადგენს სისხლის სამართლის სფერო. ჩვენ გთავაზობთ ნებისმიერი კატეგორიის სისხლის სამართლის დანაშაულზე კვალიფიციური იურიდიული მომსახურების გაწევას, როგორც გამოძიების ეტაპზე, ისე სამივე ინსტანციის - საქალაქო, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოში.
ჩვენი კომპანიის პრიორიტეტს წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ეკონომიკური დანაშაულების კატეგორია. ფინანსურ სფეროში არსებული გამოცდილება, ჩვენს იურისტებს საშუალებას აძლევს დამკვეთის ინტერესები დაიცვან უმაღლეს დონეზე.
ჩვენს ფირმაში ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგ დანაშაულებთან დაკავშირებული მომსახურებით: დანაშაული სიცოცხლის და ჯანმრთელობის წინააღმდეგ, დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ, დანაშაული ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ, დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, ეკონომიკური დანაშაული, დანაშაული საფინანსო საქმიანობის სფეროში, გადასახადისათვის თავის არიდება, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, ნარკოტიკული დანაშაული.
ჩვენი ადვოკატები დასაცავ სუბიექტს წარმოადგენენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მის სტრუქტურულ დანაყოფებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, პროკურატურაში, საგამოძიებო სამსახურებსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში (ყველა ინსტანციის სასამართლო), ადმინისტრაციულ ორგანოებში, ყველა სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციაში, ასევე ნებისმიერ სამეწარმეო სუბიექტთან ურთიერთობაში.
ჩვენი ფირმის ადვოკატების მიერ უზრუნველყოფილი იქნება საგამოძიებო მოქმედების ჩატარება; დროებით მოთავსების იზოლატორში და პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულის მონახულება და ერთიანი სტრატეგიის შემუშავება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით;
სასამართლოს განჩინების საფუძველზე სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო ორგანოებიდან ინფორმაციის და მტკიცებულებების გამოთხოვა და დამუშავება; მოწმეთა გამოკითხვა და მათგან მიღებული ინფორმაციის გადამოწმება და გამყარება სხვა მტკიცებულებებით. ბრლდებულთან, მსჯავრდებულთან და მათი ოჯახის წევრებთან ხშირი კომუნიკაცია საქმის მიმდინარეობის თაობაზე;
სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობა, შესავალი და დასკვნითი სიტყვის მომზადება, მოწმეთა პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვა სასამართლო განხილვის ეტაპზე.
გამომძიებლის, პროკურორისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების გასაჩივრება კანონით დადგენილი წესით;