როგორ მოვიქცეთ თუ მუნიციპალურმა ინსპექციამ დაგვაჯარიმა

ადმინისტრაციული სამართალი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია არის ქალაქ თბილისის მერიის სტრუქტურული ქვედანაყოფი.

მუნიციპალური ინსპექციის ჯარიმის გამოწერის შემდეგ, თუ მხარე თვლის, რომ ეს ჯარიმა (ინდივიუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) მის მიმართ უსამართლოდ არის გამოწერილი, აქვს გასაჩივრების უფლება. ჯარიმების ოდენობა კი ამ სფაროში ძალიან დიდია და 5️⃣0️⃣0️⃣0️⃣0️⃣ ლარამდეც კი ადის გაორმაგების და გასამმაგების პოტენციური რისკით.

იმისათვის, რომ ფიზიკურმა ან/და იურიდიულმა პირმა შეძლოს გასაჩივრება, აუცილებელია მიმართოს წერილობით ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტაციული საჩივარით 1️⃣5️⃣დღის ვადაში (მოცემულ შემთხვევაში თბილისის მინიციპალიტეტის მერიას) და მოითხოვოს მის მიმართ გამოცემული აქტის ბათილად ცნობა.
თუ ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო საჩივარს არ დაუკმაყოფილებს, ამის შემდეგ აღნიშნული დადგენილების გაცნობიდან 3️⃣0️⃣ დღის ვადაში უნდა მიმართოს სასამართლოს.

ვადის დარღვევით წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი ან/და სასამართლოსთვის მიმართვა დაუშვებელია!

ჩვენი იურიდიული კომპანია მრავალი წელია ეხმარება სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მსგავსი საადვოკატო სერვისით. თუ აღნიშნული პრობლემის წინაშე თქვენც მოგიწიათ დადგომა, პირველ ეტაპზე საჭიროა გაიაროთ იურიდიული კონსულტაცია და და ამის შემდეგ ისარგებლოთ კვალიფიციური საადვოკატო სერვისით.