რა არის ბეს ხელშეკრულება?

ბეს ხელშეკრულება

ბედ მიიჩნევა ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს და რომლითაც ისინი თანხმდებიან სამომავლოდ ხელშეკრულების გაფორმებაზე.

თუ ბეს მიმცემმა უძრავი ქონების ნასყიდობისათვის უნდა გადაიხადოს 20 000 აშშ დოლარი და ბეს სახით მას გადახდილი აქვს 10 000 აშშ დოლარი, მაშინ, იგი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ გადაიხდის მხოლოდ 10 000 აშშ დოლარს, ვინაიდან ბეს სახით გადახდილი თანხა ითვლება გადასახდელის ანგარიშში.

თუ ბეს მიმცემი ბრალეულად დაარღვევს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, ბე რჩება მის მიმღებს. ამასთან, ბე ჩაითვლება ზიანის ანაზღაურების ანგარიშში.

თუ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია ბეს მიმღების ბრალეული მოქმედებით, მან ბე უკან უნდა დააბრუნოს ორმაგად, რაშიც იგულისხმება თავად ბე-ს თანხა და მასზე დამატებული მისი ერთმაგი ოდენობა. ამასთან, ბეს მიმცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

აუცილებელია რომ ბეს ხელშეკრულებაში დეტალურად იქნას აღწერილი პირობები და შესასრულებელი ვალდებულების ფარგლები, ასევე, თუ რა ვალდებულების შესრულებისთვის გადაეცემა ბეს მიმღებს ბეს თანხა.