რა უნდა ვიცოდეთ მეუღლეთა უფლებებსა და მოვალებებზე

საქართველოს კანონმდებლობა მეუღლეებად განიხილავს რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირებს, შესაბამისად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინება.
საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი.
ქორწინების პერიოდში, ნებისმისერი ქონება რასაც შეიძენენ მეუღლეები ითვლება მათ თანასაკუთრებად, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია აღნიშნული ქონება ერთ-ერთი მათგანის სახელზე დარეგისტრირდეს.
ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.
აღსანიშნავია, რომ თანასაკუთრება არ ვრცელდება ქონებაზე, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე ან ქორწინების პერიოდში მათ ეს ქონება მიიღეს მემკვიდრეობით ან ჩუქებით.
შვილების აღზრდისა და ოჯახის სხვა საკითხებს მეუღლეები ერთად წყვეტენ. არასრულწლოვანი შვილების აღზრდისა და რჩენის ვალდებულება მეუღლეებს ეკისრებად თანაბრად