რა ფუნქციები აქვს ნოტარიუსს?

ნოტარიუსი არის საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის ამოცანაა სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურება.

ნოტარიუსის ძირითადი ფუნქციებია:
▪️იმ აქტის (გარიგების, მოწმობის და სხვა.) შედგენა და დამოწმება/გაცემა, რომლის ნამდვილობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია გარიგების სანოტარო ფორმის დაცვა (სავალდებულო სანოტარო წესით დამოწმება);
▪️ იმ აქტის (გარიგება, მოწმობა და სხვა.) შედგენა და დამოწმება/გაცემა, რომლის ნამდვილობისათვის საქართველოს კანონმდებლობით სავალდებულო არ არის გარიგების სანოტარო ფორმის დაცვა, მაგრამ პირს სურს გარიგების დადება სანოტარო ფორმის დაცვით;
▪️ ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება, მათ შორის, გარიგებებზე, რომელთა ნამდვილობისათვის საქართველოს კანონმდებლობით სავალდებულო არ არის გარიგების სანოტარო ფორმის დაცვა;
▪️ კანონით დადგენილ შემთხვევებში იურიდიული შინაარსის მქონე ფაქტის დამოწმება;
▪️ პირის განცხადების დამოწმება;
▪️ დოკუმენტის დედანთან ან დამოწმებულ ასლთან (ფოტოასლის) შესაბამისობის, აგრეთვე, დოკუმენტიდან ამონაწერის ნამდვილობის დამოწმება;
▪️ იგი დეპოზიტში იღებს დოკუმენტებს, ფულს, ფასიან ქაღალდებსა და ფასეულობებს;
▪️ შესანახად იღებს დოკუმენტებს, ასევე გასცემს სააღსრულებო ფურცელს, რაც საშუალებას იძლევა სასამართლო დავის გარეშე გადავჭრათ გარკვეული საკითხები;
▪️სამემკვიდრეო საქმისწარმოება და სამკვიდრო მოწმობის გაცემა;
▪️ სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;

ნოტარიუსი სანოტარო ფუნქციების აღსრულებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.