ნივთების სახე

ქართულ სამართალში ნივთები იყოფა მოძრავ და უძრავ ნივთებად.

უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მცენარეებით, აგრეთვე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე. მოძრავად კი ითვლება ნივთი, რომელიც არ არის უძრავი. უძრავ და მოძრავ ნივთებს შორის განსხვავებას პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან საკუთრების წარმოშობა მოძრავ და უძრავ ნივთებზე განსხვავებულად ხორციელდება. უძრავ ნივთზე საკუთრების წარმოშობისათვის აუცილებელია უფლება დავარეგისტრიროთ საჯარო რეესტრში.

მოძრავი ნივთები, თავის მხრივ, იყოფა გვაროვნულ და ინდივიდუალურ ნივთებად. გვაროვნულია ნივთები(შეცვლადი), რომლებიც ხასიათდებიან ზოგადი ნიშნებით. ასეთია მაგალითად, სამშენებლო მასალა, რომელიც ვარგისია საჭიროებისამებრ გამოსაყენებლად.

ინდივიდულაურია ნივთი(შეუცვლადი), როდესაც ვალდებულების შესრულების საგანი თქვენი და თქვენი მოვალის შეთანხმების საფუძველზე კონკრეტულად განსაზღვრულია, ხოლო მოვალე მოკლებულია უფლებამოსილებას, ვალდებულება შეასრულოს სხვა ნივთით.

მაგალითად ანტიკვარული ნივთი ან ნათესავის მიერ ნაჩუქარი რელიქვია.
ხსენებული ნივთების გვერდით უნდა განვიხლოთ არამატერილური ქონებრივი სიკეთე. ეს არის ქონება, რომელიც არ არის ხელშესახები, თუმცა გააჩნია ქონებრივი ფასეულობა, მაგალითად წილი კომპანიაში და სხვა.