რას ნიშნავს ქონების დაყადაღება?

ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მესაკუთრისათვის ქონების ნებისმიერი სახით განკარგვის აკრძალვას.

🔹 ყადაღა შეიძლება დაედოს როგორც უძრავ ქონებას, ასევე მოძრავ ნივთებს და მოთხოვნის უფლებებს (მაგალითად იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო ქირის მოთხოვნის უფლება შესაძლებელია რომ დაყადაღდეს).

🔷 ყადაღადადებული ქონების მესაკუთრეს ეკრძალება ქონების გასხვისება (გაჩუქება, გაყიდვა), დაგირავება, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადება.

🔹 ასევე, დაყადაღებულ ქონებაზე დადებული ყველა სხვა გარიგება ჩაითვლება ბათილად.

🔷 რის საფუძველზე შეიძლება დაედოს ქონებას ყადაღა? საკმარისია მხოლოდ კრედიტორის განცხადება?

აღსანიშნავია, რომ ქონებაზე ყადაღის დადებისათვის სავალდებულოაა სასამართლოს განჩინება ან სხვა შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელსაც დავარეგისტრირებთ სათანადო ორგანოში.