აქვს თუ არა ძალა ზეპირად დადებულ სესხის ხელშეკრულებას?

სესხის ხეშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც წერილობით ისე ზეპირად.

თუმცა, ზეპირი ხელშეკრულების დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ არსებობს ბევრად დიდი რისკი. ასეთ დროს არაკეთილსინდისიერ მსესხებელს მეტი საშუალება ეძლევა თავი აარიდოს ვალის დაბრუნებას და განაცხადოს, რომ ვალდებულება გამსესხებლის მიმართ საერთოდ არ გააჩნია.

ასეთ შემთხვევაში, სასამართლო იძულების მექანიზნმის გამოყენებისათვის საჭირო იქნება დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება, რაც საკმაოდ ართულებს საქმეს. სესხის წერილობითი ფორმით გაფორმების შემთხვევაში კი ბევრად მარტივი დასადასტურებელია. ამ დროს სწორედ ეს დოკუმენტი იქცევა მთავარ მტკიცებულებად.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე გავრცელებული პრობლემა, რაც სესხის ხელშეკრულებას ახლავს თან, ეს არის აქტივების არ ქონა.კერძოდ კი, ეს არის შემთხვევა, როდესაც მოვალეს არანაირი ქონება არ გააჩნია და მის მიმართ სასამართლო დავის დაწყებასაც კი პრაქტიკულად არ აქვს აზრი, რადგანაც გვექნება სასამართლო გადაწყვეტილება, რომელსაც კრედიტორი ვერ აღასრულებს.

ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ყოველთვის უმჯობესია ნებისმიერი კონტრაქტის გაფორმებამდე კონსულტაცია გავიაროთ კვალიფიციურ იურისტთან, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს სამართლებრივ რისკებს.