თავდებობის ცნება და მისი სამართლებრივი ასპექტები

თანამედროვე ცხოვრებაში ხშირად ვხვდებით ისეთ უზრუნველყოფის ინსტიტუტებს, როგორიცაა თავდებობა.

ასეთი ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, რომ ეს უკანასკნელი დაუდგეს მესამე პირს გარანტად კრედიტორთან არსებულ ფინანსურ ურთიერთობებში, სადაც მისი ქონებრივი პასუხისმგებლობა შემოიფარგლება ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ოდენობით.

🔹 არსებობს ორი ტიპის თავდებობა:
✔️ სუბსიდიური თავდებობა და
✔️ სოლიდარული თავდებობა

🔷 სუბსიდიური თავდებობის შემთხვევაში თუ მოვალე არ ასრულებს ვალდებულებას, კრედიტორმა ჯერ მოვალისგან უნდა სცადოს იძულებითი აღსრულება, ამოწუროს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების ყოველგვარი საშუალება და მხოლოდ ამის შემდეგ ექნება შესაძლებლობა, რომ მოსთხოვოს სუბსიდიურ თავდებს ვალდებულების შესრულება.

🔷 სოლიდარული თავდებობის დროს კრედიტორს უფლება აქვს ძირითად მოვალეს და თავდებს ერთად მოსთხოვოს ვალდებულების შესრულება. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ საბანკო თუ სწორად გამართულ საკრედიტო ხელშეკრულებაში სწორედ სოლიდარულ თავდებობას იყენებენ.

იმ შემთხვევაში თუ თავდები დააკმაყოფილებს კრედიტორის მოთხოვნას, მასზე რეგრესის წესით გადავა კრედიტორის ძირითადი მოთხოვნის უფლება მოვალის მიმართ.

აღსანიშნავია, რომ თავდებობის ყველაზე გავრცელებული ფორმა არის სოლიდარული თავდებობა, შესაბამისად სანამ ვინმეს თავდებში დავუდგებით, კარგად უნდა გვქონდეს გათვითცნობიერებული რა ქონბრივი რისკების წინაშე ვიყენებთ თავს.