რა არის პირგასამტეხლო

რა არის პირგასამტეხლო

რა არის პირგასამტეხლო?

თანამედროვე სამყაროში ხელშეკრულების გაფორმება ჩვეულებრივი და ყოველდღიური მოვლენაა. თუმცა საინტერესოა რა ხდება მაშინ, როდესაც მხარეები არღვევენ კონტრაქტით განსაზღვრულ ვალდებულებებს. მაგალითად, გავასესხეთ თანხა სხვა სუბიექტზე და მან დათქმულ ვადაში არ დააბრუნა ხსენებული სესხი. ასეთ დროს, როგორც წესი, გამოიყენება მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება ,,პირგასამტეხლო".
პირგასამტეხლო არის ფულადი სანქცია, რომელიც ძირითადად გამოიყენება სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებით. კონტრაქტში პირგასამტეხლოს შესახებ მუხლის არსებობა, ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს აზღვევს, მეორე მხარის მიერ საკუთარი მოვალეობის განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, გააჩნდეს სამართლებირივი ბერკეტი, რომ დააკისროს მას დამატებითი თანხის (ჯარიმის) ანაზღაურების ვალდებულება.
პირგასამტეხლო შეიძლება იყოს ერთჯერადი ან მრავალჯერადი, ე.წ. დროსთან მიბმული. ამ დროს, როგორც წესი, მოვალეს ეკისრება გადასახდელი (დარჩენილი) თანხის განსაზღვრული პროცენტის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მაგ: თუ დავალიანება შეადგენს 1000 ლარს და პირგასამტეხლო განსაზღვრულია ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 0.1 %-ის ოდენობით, ეს ნიშანავს, რომ მოვალეს დაეკისრება პირგასამტეხლო თითოეულ გადაცილებულ დღეზე, დამატებით 1 ლარის ოდენობით.
შესაძლოა, ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ხელშეკრულებით აგრეთვე განსაზღვრული იყოს ჯარიმის ან საურავის დაკისრება, რომლებიც თავისი სამართლებრივი ბუნებით აგრეთვე პირგასამტეხლოს წარმოადგენენ.
უნდა აღინიშნოს, რომ რიგი საკრედიტო სუბიექტები, სარგებლობენ ხელსაყრელი ვითარებით და მოვალეებს ხელშეკრულებაში ასტრონომიულად დიდ პირგასამტეხლოს უწერენ, რომელიც ხშირად ძირ თანხასაც აღემატება რამდენჯერმე. ასეთ დროს, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა, რომ შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და დაუახლოვოს იგი სამართლიან ნიშნულს.
იმ შემთხვევაში თუ თქვენც წარმოგეშვათ მსგავსი საადვოკატო სერვისის საჭიროება, ჩვენი კომპანია მზად არის გაგიწიოთ კვალიფიციური სამართლებრივი მომსახურება ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირის წინააღმდეგ, სასამართლო თუ საარბიტრაჟო დავაში.