,,ქართული სამართლის ჯგუფმა" თბილისის მერიას მორიგი სამშენებლო დავა მოუგო

კონსიერჟი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა მოსამართლე - გოგიაშვილის გადაწყვეტილებით გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება მშენებლობის სანებართვო დოკუმენტების ძალაში დატოვების შესახებ და ქ. თბილისში, ონიაშვილის ქუჩაზე გაცემული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა, კოეფიციენტის გაზრდის ბრძანება და თანმდევი აქტები ბათილად ცნო მთლიან კორპუსზე.

თბილისის მერიასა და მის დაქვემდებარებაში არსებულ უწყებებს სააპელაციო სასამართლომ ხელახლა მსჯელობა და კანონის შესაბამისი აქტების გამოცემა დაავალა.