როგორ მოვიქცეთ თუ უნებართვო მშენებლობაზე დაგვაჯარიმეს?

როგორ მოვიქცეთ თუ უნებართვო მშენებლობაზე დაგვაჯარიმეს

იმისათვის, რომ მშენებლობა ჩაითვალოს უნებართვოდ, აუცილებელია მშენებლობის განმახორციელებელ პირს ან/და მესაკუთრეს არ ჰქონდეს სამშენებლო დოკუმენტაცია (მშენებლობის ნებართვა, თანხმობა/დასტური ან სხვა დოკუმენტი) ან მშენებლობა უნდა მიმდინარეობდეს სამშენებლო დოკუმენტაციის ისეთი დარღვევით, რომლის დროსაც შენობა- ნაგებობის ფუნქცია იცვლება ან/და ხდება გათვალისწინებულზე მეტი სართულის აშენება (მაგალითად შენობა უნდა იყოს 10 სართულიანი, თუმცა შენდება მეთერთმეტე სართული).

უნებართვო მშენებლობად ითვლება ასევე ე.წ „მიშენება“, რომელიც, დღეის მდგომარეობით, საკმაოდ ხშირად გვხვდება მთელი საქართველოს მასშტაბით.

პირის მიმართვის საფუძველზე შესაბამისი მუნიციპალიტეტის თანამშრომელი ახდენს უნებართვო მშენებლობის აღწერას და გამოსცემს დადგენილებას, რომლითაც აჯარიმებს უნებართვო მშენებლობის მწარმოებელ პირს ან/და მესაკუთრეს.

თუ თქვენ არ ეთანხმებით დაჯარიმების დადგენილებას, უფლება გაქვთ გაასაჩივროთ თბილისის შემთხვევაში ქ. თბილისის მერიაში, ხოლო რაიონის შემთხვევაში პირდაპირ სასამართლოში.

ასეთ შემთხვევაში, უმჯობესია, ისარგებლოთ კვალიფიციური ადვოკატის მომსახურებით, რათა სწორად და არგუმენტირებულად იქნას შედგენილი როგორც საჩივარი, ისე სარჩელი და სხვა სახის დოკუმენტები.