რა არის არბიტრაჟი?
ბევრი ადამიანისთვის უცნობია, თუმცა სასამართლოს გარდა, არსებობს დავის გადაჭრის სხვა საშუალებებიც.
ერთ-ერთია არბიტრაჟი. ეს არის პირთა თანასწორობაზე დამყარებული, კერძო ხასიათის ქონებრივი დავის განმხილველი ორგანო, რომელსაც იმ შემთხვევაში შეიძლება განსახილველად გადაეცეს საქმე, როდესაც მხარეები ამაზე წინასწარ არიან შეთანხმებულნი ხელშეკრულებით.
მხარეები არბიტრაჟს ხშირად მიმართავენ, იმ მიზეზით, რომ დავის გადაწყვეტა მოხდეს მაქსიმალურად მოკლე ვადაში, რადგან სასამართლოსგან განსხვავებით, მხარეებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრების შეზღუდული შესაძლებლობა აქვთ, რაც თავისთავად ამცირებს პროცესის ხანგრძლივობას და ხარჯებს.
განსხვავებით სასამართლოსგან, საარბიტრაჟო განხილვები არის დახურული და კონფიდენციალური.
საარბიტრაჟო ტრიბუნალი შესაძლებელია შედგებოდეს 1️⃣ ან რამდენიმე არბიტრისგან. ეს დამოკიდებულია იმაზე თუ მხარეები როგორ შეთანხმდებიან არბიტრთა რაოდენობასთან დაკავშირებით.
ზემოხსენებული საარბიტრაჟო უპირატესობებიდან გამომდინარე, ბევრი ფიზიკური თუ იურიდიული პირი ამჯობინებს, რომ სწორედ არბიტრაჟს მიანდოს ის კერძოსამართლებირივი დავა, რომელიც მას წარმოეშვა. შესაბამისად ასეთ დროს აუცილებელია მაღალი დონის იურისტის მომსახურება, რათა შეცდომის დაშვების რისკი საარბიტრაჟო განხილვისას, მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.