სამშენებლო სამართალი

ადმინისტრაციული სამართალი

ჩვენი კომპანია ერთ-ერთი ლიდერია სამშენებლო სამართალში. აღნიშნულის საშუალებას გვაძლევს ჩვენი ფირმის თანამშრომლების მრავალწლიანი გამოცდილება სამშენებლო სფეროში, რაც ქმნის იმ დამატებით რესურსს, რომელიც საჭიროა თქვენი პრობლემების სწრაფად გადასაჭრელად.

სამშენებლო სამართლის სფერო მოიცავს, როგორც კერძო, აგრეთვე ადმინისტრაციულ მიმართულებას, რისი საჭიროებაც თავს იჩენს დიდი თუ მცირე სამშენებლო პროექტის განხორციელებისას. სერვისში შედის კ1 და კ2 კოეფიციენტებთან (განაშენიანებისა და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი) დაკავშირებული საკითხების მოგვარება, რაც გულისხმობს სხვისთვის გაზრდილი პარამეტრების გასაჩივრებას, ასევე თქვენთვის დაწუნებული გაბარიტებისა თუ განაშენიანების ზომის სადავოდ გახდასა და წარმომადგენლობას სასამართლოში, აგრეთვე ადმინისტრაციულ ორგანოებში. ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციით (ქ. თბილისისა თუ სხვა შესაბამისი საკრებულოს მიერ დამტკიცებული გენგეგმით) დადგენილი ზონების ცვლილებების საკითხის სამართლებრივი მხარის უზრუნველყოფა, რომლითაც დგინდება სამშენებლო ზონები კონკრეტულ ტერიტორიაზე და შესაბამისად მისი სამშენებლოდ განვითარების საკითხები.

პროფესიონალი ადვოკატი და იურისტი დაიცავს თქვენს უფლებებს

კორპორატიულ იურიდიულ სერვისთან ერთად, აღნიშნული მომსახურება განსაკუთრებით პრაქტიკული და ეფექტურია დიდი თუ მცირე სამშენებლო კომპანიებისთვის, რომლებსაც უშუალოდ სამშენებლო მიმართულებების გარდა საჭიროება აქვთ უზრუნველყოფილი ჰქონდეთ სამართლებრივი საკითხები, კონტრაქტების, საჯარო რეესტრში ფართების/განშლის რეგისტრაციის, სამშენებლო-საინვესტიციო პროექტებზე მოლაპარაკებებისა და სხვა მსგავსი სერვისების მიმართულებით. მომსახურება აგრეთვე ეფექტურია ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომლებსაც გაუსაჩივრეს მოპოვებული სამშენებლო დოკუმენტი, (მშენებლობის ნებართვა, არქიტექტურულ გეგმარებითი დავალება ა.გ.დ. თუ სხვა), როდესაც მათ უარს უცხადებენ მშენებლობის ნებართვის მიღებაზე ან თუ ასეთ პირებს სურვილი აქვთ გაუსაჩივრონ სხვას სამშენებლო დოკუმენტი, როდესაც პროექტი ზიანს აყენებს მათ კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.