სისხლის სამართალი

სისხლის სამართალი

ჩვენი ფირმის ერთ-ერთ აქტუალურ მიმართულებას წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ეკონომიკური დანაშაულების კატეგორია. ფინანსურ სფეროში არსებული უდიდესი გამოცდილება, ჩვენს იურისტებს საშუალებას აძლევს დამკვეთის ინტერესები დაიცვან უმაღლეს დონეზე ისეთ საგამოძიებო უწყებებში, როგორიც არის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, სასამართლო და სხვა დაკავშირებული უწყებები.

ჩვენს ფირმაში შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგ დანაშაულებთან დაკავშირებული მომსახურებით: სსსკ-თ 180 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - თაღლითობა, მუხლი 182 - მითვისება ან გაფლანგვა, მუხლი 185 - ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, მუხლი 186 - წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება, მუხლი 188 - ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით, მუხლი 189 - საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების ხელყოფა, 190 - კანონიერი სამეწარმეო საქმიანობისათვის ხელის შეშლა, მუხლი 191 - მიწასთან დაკავშირებული გარიგების უკანონო რეგისტრაცია, მუხლი 194 - უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება), მუხლი 1941 - უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გზით მოპოვებული ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა ან გასაღება, მუხლი 220 - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სხვა.