კონსიერჟი

კონსიერჟი

ჩვენი კომპანია ასევე გთავაზობთ კონსიერჟის მომსახურებას იურიდიული მიმართულებით. სამართლებრივი კონსიერჟი არის კომპანიის კადრი, რომელსაც სათანადო სტანდარტებით, უნარებითა და ცოდნით შეუძლია მოიპოვოს ნებისმიერი სამართლებრივი ინფორმაცია თქვენთვის ან თქვენი ფირმისთვის, განახორციელოს სამართლებრივი ვიზიტის დაგეგმვა და ორგანიზება (მაგ. ნოტარიუსთან), შეისწავლოს და შეაფასოს იმ კომპანიის, უძრავი ან მოძრავი ქონების სამართლებრივი რისკები, რომლის შეძენაც შეიძლება დააპიროს დამკვეთმა;
სამართლებრივი კონსიერჟი ასევე აკომპანირებას უწევს დამკვეთს ხელშეკრულების გაფორმებისას დასაწყისიდან დასასრულამდე შესაბამის სახელმწიფო უწყებაში, რათა უსაფრთხოდ და სწრაფად განახორციელოთ თქვენთვის სასურველი ტრანზაქცია. კონსიერჟის მომსახურება უაღრესად ხელსაყრელია დროის ეკონომიისა და კომფორტულობის თვალსაზრისით. ამასთან, სამართლებრივი კონსიერჟის მთავარი პლიუსი ის არის, რომ დამკვეთს უმარტივებს საქმიანობას და მინიმუმამდე უმცირებს დროის დანახარჯს.
ჩვენი ფირმის, როგორც სამართლებრივი კონსიერჟის სერვისის მიმდინარეობისას მუდმივ რეჟიმში ხდება დამკვეთის საქმის კონტროლი და ნებისმიერ სიახლეზე ხდება მისი დაუყოვნებლივი ინფორმირება, რაც იძლება შედეგის სწრაფად მიღწევის საშუალებას.