კორპორატიული მომსახურება

იურიდიული მომსახურება

ჩვენი კომპანია გთავაზობთ კორპორატიულ იურიდიულ სერვისს, რაც იყოფა ულიმიტო და სტანდარტ პაკეტებად. აღნიშნული სერვისი ფინანსურად ძალზედ მომგებიანია ისეთი ფირმებისთვის, რომლებსაც სურთ უმაღლეს დონეზე ჰქონდეთ მოწესრიგებული სამართლებრივი დოკუმენტაცია და მასთან დაკავშირებული ასპექტები. აღნიშნული პაკეტი ძალიან პრაქტიკულია საშუალო სიდიდის კომპანიებისთვის, რომლებსაც არ აქვთ საკუთარი იურიდული დეპარტამენტი და იძლევა საშუალებას ისარგებლოთ კომპანიისთვის აუცილებელი ყველაზე მნიშვნელოვანი იურიდიული სერვისებით.

- ულიმიტო კორპორატიული სერვისის პაკეტი
აღნიშული პაკეტი მოიცავს ულიმიტო იურიდიულ საკონსულტაციო სერვისს.
აღნიშნული სერვისი ძალზედ მომგებიანია ბიზნესისთვის, როდესაც დღის წესრიგში დგება რიგი იურიდიული საკითხების გათვალისწინება პოტენციურ ხელშეკრულების მხარეებთან, უკვე მოქმედ კლიენტებთან თუ სხვა სუბიექტებთან მიმართებით. ნებისმიერ ფირმას აქვს საჭიროება მიიღოს სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილება, რაც აუცილებელია შემდგომი პრობლემების თავიდან ასაცილებლად, რაშიც დიდ დახმარებას გაგიწევენ ჩვენი კომპანიის გამოცდილი იურისტები.

- ხელშეკრულებების მომზადება და რევიზია, ქართულ, გერმანულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე ნებისმიერი ფირმა საქმიანობას ახორციელებს ხელშეკრულებების დადების გზით. ეს არის დოკუმენტი, რომლითაც თქვენ იღებთ უფლებებსა და ვალდებულებებს, შესაბამისად იურიდიულად გაუმართავ კონტრაქტს შეუძლია დიდი ზიანი მიაყენოს თქვენს საქმიანობასა და რეპუტაციასაც კი. ამის თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი კომპანიის იურისტების გამოცდილებით კონტრაქტების მიმართულებით, რომლებსაც ნამუშევარი აქვთ უდიდესი ქართული და უცხოური ფირმების ხელშეკრულებებზე.

- შესყიდვებთან დაკავშირებული იურიდიული მომსახურება
კომპანიებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, რომ მონაწილეობა მიიღონ გამოცხადებულ ტენდერში, გააჩნიათ საჭიროება მოიძიონ და მოამზადონ მთელი რიგი სატენდერო დოკუმენტაცია ასეთი შესყიდვისთვის. ჩვენი კომპანიის გამოცდილება ამ სფეროში მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენი წარმატების შანსს, რაც არ შემოიფარგლება მხოლოდ სატენდერო დოკუმენტაციის იურიდიული გამართულობის უზრუნველყოფით, არამედ მოიცავს ისეთ ასპექტებსაც, როგორიცაა რისკების გათვლა, კონსულტაციის გაწევა და მომსახურება შესაბამისი მიმართულებით.

- წესდებების, შინაგანაწესის, კრების ოქმების, წერილებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება და იურიდიული გამართულობის უზრუნველყოფა
დაფუძნების დღიდან, კომპანიებს აქვთ საჭიროება, რომ ჰქონდეთ გამართული საკორპორაციო დოკუმენტაცია. მათგან უმნიშვნელოვანესია წესდება რომელიც პრაქტიკულად განსაზღვრავს კომპანიის მმართველობისა და სხვა უფლებამოსილებების საკითხს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ისევე, როგორც სხვა საკორპორაციო დოკუმენტაცია, იგი შედგენილ უნდა იქნეს უმცირესი დეტალების გათვალისწინებითა და სამომავლო რისკების გათვლით, რაშიც დაგეხმარებათ ჩვენი ფირმა.

- ულიმიტო სერვისი მოლაპარაკებების დროს თანხლებასთან დაკავშირებით
ნებისმიერ ფირმას სჭირდება შეხვედრების დროს წარმოდგენილ იქნეს ისეთი სუბიექტის მიერ, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება მოლაპარაკებების მიმართულებით. ჩვენი იურისტები საუკეთესო იურიდიულ სერვისს გაგიწევენ შეხვედრებზე თანხლებასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვნად დაგაზოგინებთ დროსა და ენერგიას, აგრეთვე მოგცემთ საშუალებას სწრაფად მიიღოთ ინფორმაცია შესაძლო რისკებისა და პოტენციური საფრთხის შესახებ კონკრეტული გარიგებიდან გამომდინარე.

- შრომითი ურთიერთობების იურიდიული მხარის უზრუნველყოფა
ფირმები, რომლებსაც ჰყავთ დასაქმებული გარკვეული რაოდენობის კადრები, საჭიროებენ შრომითი ურთიერთობების სამართლებრივ მოწესრიგებას. ჩვენი ფირმა მნიშვნელოვნად გაგიიოლებთ შრომითი საკითხების მოგვარებას, რაც თავიდან აგარიდებთ შემდგომ პოტენციურ პრობლემებს. ხსენებული სერვისი განსაკუთრებით აქტუალურია შეცვლილი შრომითი კანონმდებლობის გათვალისწინებით.

- სასამართლო და ადმინისტრაციულ ორგანოებში საადვოკატო წარმომადგენლობას აღნიშნული სერვისი გულისხმობს თქვენი ფირმის პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით, სარჩელისა და მასთან დაკავშირებული სრული იურდიული დოკუმენტაციის მომზადებას, სასამართლოში შეტანას, რევიზიასა და სამივე ინსტანციაში საადვოკატო წარმომადგენლობის გაწევას. საჭიროების შემთხვევაში, წარმომადგენლობითი მომსახურება ვრცელდება აგრეთვე ადმინისტრაციულ ორგანოებსა და კერძო არბიტრაჟებზე.