ადმინისტრაციული სამართალი

ჩვენი ფირმა ერთ-ერთი ლიდერია ადმინისტრაციული სამართლის სფეროში იურიდიული სერვისის გაწევით. აღნიშნულის საშუალებას გვაძლევს ჩვენი კომპანიის თანამშრომლების ადმინისტრაციულ ორგანოებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, რაც ჩვენს ფირმას მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს ამ მიმართულებით. ჩვენთან შეგიძლიათ მიიღოთ სერვისი ადმინისტრაციული სამართლის ისეთ სფეროებში, როგორიცაა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოსთან დაკავშირებული საკითხები; თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციასთან დაკავშირებული დავები; სსიპ ქონების მართვის სააგენტოს; სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს; სსიპ სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს; ფინანსთა და სხვა სამინისტროებთან/სსიპებთან დაკავშირებული დავები.
მომსახურება აგრეთვე მოიცავს დოკუმენტაციის მომზადებასა და ადმინისტრაციული ორგანოებისთვის მიმართვის პროცედურებს, თქვენთვის სასურველ ნებისმიერ სფეროში, რასაც აგრეთვე სჭირდება სამართლებრივი მოთხოვნების დაცვა, რაშიც კვალიფიციურ დახმარებას გაგიწევთ ჩვენი ფირმა. მომსახურება აგრეთვე მოიცავს უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, სამართლებრივ კონსულტაციასა და ადმინისტრაციული დავის წარმოებას, მოქალაქეობასა და ბინადრობასთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფას. ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით ჩვენი ფირმის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მხარეს წარმოადგენს შემოსავლების სამსახურთან დაკავშირებული დავების წარმოება სათანადო სადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში. ასევე, მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებული იურიდიული მომსახურება - როგორც ნებართვის მატარებლის დაცვასთან მიმართებით, ასევე სხვა სუბიექტის მიმართ გაცემული სამშენებლო ნებართვის გასაჩივრებასთან დაკავშირებით.