კერძო სამართალი

სამოქალაქო სამართალი

კომპანიის იურიდიული სერვისი კერძო სამართლის მიმართულებით მოიცავს ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევას, კონტრაქტების მომზადებას, მოლაპარაკებებზე თანხლებას და საადვოკატო წარმომადგენლობას სასამართლოში, სახელმწიფო უწყებებსა და კერძო არბიტრაჟში.

კომპანიის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციითა და სამართლებრივი საკითხების უზრუნველყოფით, შეძლებთ მინიმუმამდე შეამციროთ უძრავი/მოძრავი ნივთების ფლობასთან,სარგებლობასა და განკარგვასთან დაკავშირებით არსებული რისკები.

პროფესიონალი ადვოკატი და იურისტი დაიცავს თქვენს უფლებებს

კერძო სამართლის მიმართულებით, ჩვენი ფირმის თანამშრომლების მრავალწლიანი გამოცდილება საშუალებას მოგცემთ მიიღოთ უმაღლესი დონის იურიდიული სერვისი ისეთ სფეროებში, როგორიცაა დაზღვევის, სანივთო, სახელშეკრულებო, ვალდებულებითი, კანონისმიერი, საბანკო, სამედიცინო, საოჯახო, მემკვიდრეობითი, შრომითი, საკორპორაციო, ინტელექტუალური საკუთრებისა და სამშენებლო სამართლის მიმართულებით. ასევე, ჩვენი ფირმის მეშვეობით მეგიძლიათ მოაგვაროთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული დოკუმენტალური პრობლემები, როგორიცაა სახელში/გვარში შეცდომა, მემკვიდრეობის ვადის გაშვება და სხვა.
კომპანიის იურიდიული სერვისი ასევე მოიცავს გადახდისუუნარობის საქმის წარმოებას, როგორც რეაბილიტაციის, ისე გაკოტრების მიმართულებით. მომსახურებაში ასევე შედის კრედიტორთა ინტერესების დაცვა და მათი წარმომადგენლობა სასამართლოში. .

პროფესიონალი ადვოკატი და იურისტი დაიცავს თქვენს უფლებებს

იურიდიული ფირმის ერთ-ერთი მიმართულებაა კომპანიების შვილობილი ფირმების დაფუძნება, კომპანიების რეორგანიზაცია (შერწყმა/გაყოფა/სამართლებრივი ფორმის ცვლილება), კომპანიების ლიკვიდაცია, კომპანიების სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შედგენა/მოწესრიგება. ხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით იურიდიული სერვისი გაწეული გვაქვს უდიდესი საერთაშორისო საწარმოებისათვის. ჩვენი იურისტების მრავალწილიანი პრაქტიკა ადმინისტრაციულ სამართალში საშუალებას მოგცემთ მინიმუმამდე შეამციროთ გასაწევი მომსახურების დრო და ხარჯები ადმინისტრაციული სამართალთან მიმართებით. .