ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არის მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართობის მესაკუთრეთა გაერთიანება, შექმნილი საერთო ქონების მართვის, ექსპლუატაციისა და განვითარებისათვის.

2007 წელს მიღებულ იქნა კანონი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“, რომელიც არეგულირებს ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. საერთო ქონებას კი მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობები, საერთო სარგებლობის აივნები, სართულშუა გადახურვები, სადარბაზოები, დერეფნები, კიბის უჯრედები, სარდაფები, სხვენები და ა.შ., რაც არ წარმოადგენს ინდივიდუალურ საკუთრებას.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არ არის იურიდიული პირი. იგი შექმნილად ითვლება ორზე მეტი ინდივიდუალური საკუთრების წარმოქმნისთანავე, თუმცა შესაძლებელია მისი რეგისტრაცია შესაბამის გამგეობაში. შენობა-ნაგებობაში მცხოვრები მესაკუთრეები არიან ამხანაგობის წევრები, ხოლო თავმჯდომარე კი აირჩავა სწორედ მესაკუთრეების მიერ, შესაბამისი წესითა და პროცედურებით.

🔍მნიშვნელოვანია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არ აგვერიოს ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობაში, რომლის მიზანიც არის კომერციული საქმიანობის გახორციელება, მაგ. მენაშენეთა ამხანაგობა და სხვ. აღსანიშნვია, რომ 2011 წლამდე არსებული საგადასახადო მოცემულობიდან გამომდინარე, სწორედ ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობებით ხდებოდა მრავალბინიანი კორპუსების მშენებლობა.