ქართული კანონმდებლობა იცნობს მეწარმე იურიდიული პირების შემდეგ სამართლებრივ ფორმებს

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს).
სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს).
კომანდიტური საზოგადოება (კს).
სააქციო საზოგადოება (სს).
კოოპერატივი.

თითოეული ზემოხსენებული წარმოადგენს იურიდიული პირის სტატუსის მქონე საწარმოს, ანუ კომპანიას.
კომპანიის რეგისტრაციისთვის უნდა მივმართოთ ნებისმიერ იუსტიციის სახლს, რომელიც მიიღებს სათანადო დოკუმენტაციას.
კომპანიის რეგისტრაციის შემდეგ, საჭიროა მისი საგადასახადო რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურში.
კომპანიიის რეგისტრაციის მიზნით განცხადება შესაძლებელია წარადგინოს, როგორც უშუალოდ დაინტერესებულმა პირმა, ასევე მისმა წარმომადგენელმა, რომელმაც თან უნდა იქონიოს შემდეგი დოკუმენტები:

♦️პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
♦️ყველა პარტნიორის/დამფუძნებლის მიერ ხელმოწერილი და სათანადო წესით დამოწმებული შეთანხმება/წესდება.
♦️სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
♦️კომპანიის რეგისტრაციისთვის ასევე საჭიროა კომპანიის იურდიული მისამართის განსაზღვრა, რაშიც შეიძლება გამოდგეს მესაკუთრის თანხმობა; იჯარის ხელშეკრულება ან ამ მისამართზე ჩაწერილი სუბიექტის დასტური.
♦️იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის დირექტორად ვნიშნავთ სხვა სუბიექტს, რომელიც არ მონაწილეობს წესდების ხელისმოწერაში, დამატებით საჭიროა მისი თანხმობაც.
კომპანიის სახელწოდება ქართულთან ერთად შესაძლებელია განისაზღვროს უცხო ენაზეც.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში გამარტივებულია, ყოველთვის უმჯობესია ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას გავიაროთ კონსულტაცია იურიდიულ ფირმასთან და რეგისტრაცია მოვახდინოთ მის მიერ მომზადებული იურიდიული დოკუმენტაციის მეშვეობით.