როგორ ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება?
ყველასათვის ცნობილია, რომ საკუთარი უფლებების დაცვა შესაძლებელია სასამართლოს მეშვეობით.
მაგალითად თუ ვინმეს თქვენი ფული მართებს, შეგიძლიათ სასამართლოს მეშვეობით დააკისროთ მას ეს თანხა.
მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც მოპასუხე მაინც არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და არ ემორჩილება მას
✅სწორედ ამ დროს ერთვება საქმეში სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“, რომელიც ახორციელებს სპეციალურ ღონისძიებებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით.
სააღსრულებო წარმოების დაწყების საფუძველია კერძო ან სახელმწიფო ორგანიზაციის მიმართვა აღსრულების ბიუროსადმი, რასაც უნდა დაერთოს სპეციალური დოკუმენტი, ე.წ. ,,სააღსრულებო ფურცელი“.
სააღსრულებო ფურცელი გაიცემა 3 უწყების მიერ, შემდეგ შემთხვევებში;
სასამართლოს სააღსრულებო ფურცელი (გაიცემა სასამართოს მიერ, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე):
ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი (გაიცემა ნოტარიუსის მიერ, მისი დამოწმებული ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში);
ადმინისტრაციული ორგანოს სააღსრულებო ფურცელი (გაიცემა ადინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე, მაგალითად ჯარიმა უნებართვო მშენებლობისას);
გადაწყვეტილების აღსრულების ერთ-ერთი ძირითადი ბერკეტია აუქციონი.ამ დროს ხდება მოვალის საკუთრებაში არსებული უძრავ/მოძრავი ქონების მოძიება და შემდეგ მისი რეალიზაცია აუქციონზე. თუმცა შეიძლება არსებობდეს სხვა ტიპის სააღსრულებო ღონისძიებები, რომელიც კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარეობს