რა არის შემაკავებელი ორდერი და რა ვადით გაიცემა?

Semakavebeli-orderi

იმ შემთხვევაში თუ ადგილი აქვს ქალთა მიმართ ან ოჯახში ძალადობას, ადგილზე გამოძახებული პოლიციის თანამშრომელი უფლებამოსილია გამოსცეს შემაკავებელი ორდერი მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად.
შემაკავებელი ორდერით მოძალადეს ეკრძალება სხვერპლთან კონტაქტი, მათ შორის, სოციალური ქსელისა და სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით, ასევე მხსვერპლის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. შემაკავებელი ორდერით აგრეთვე რეგულირდება მოძალადისა და მსხვერპლის ერთმანეთისაგან განრიდების საკითხი, მიუხედავად იმისა, მოძალადე ამ სახლის მესაკუთრეა თუ არა.
შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.