რა მოხდება თუ შემაკავებელ ორდერს დავარღვევთ?

იმ შემთხვევაში თუ ადგილი აქვს ქალთა მიმართ ან ოჯახში ძალადობას, ადგილზე გამოძახებული პოლიციის თანამშრომელი უფლებამოსილია გამოსცეს შემაკავებელი ორდერი მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად.
შემაკავებელი ორდერით მოძალადეს ეკრძალება სხვერპლთან კონტაქტი, მათ შორის, სოციალური ქსელისა და სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით, ასევე, მხსვერპლის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. შემაკავებელი ორდერით აგრეთვე რეგულირდება მოძალადისა და მსხვერპლის ერთმანეთისაგან განრიდების/განცალკევების საკითხი, მიუხედავად იმისა, მოძალადე ამ სახლის მესაკუთრეა თუ არა.
შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და პირს შესაძლებელია შეეფარდოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:
• ჯარიმა.
• საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე.
• თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.