რა იმალება ღილაკის მიღმა - “Accept cookies”


სხვადასხვა ვებგვერდით სარგებლობის დროს, ალბათ ხშირად შეგხვედრიათ პატარა ფანჯარა წარწერით „Accept Cookies“ (ქუქიების მიღება). მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას გულისხმობს ქუქი ფაილები და როგორ ამუშავებს კონკრეტული ვებგვერდი მის მონაცემებს, ადამიანების უმეტესობა არასდროს კითხულობს ამ ტექსტს. ეს გამოწვეულია იმით, რომ ტექსტი, როგორც წესი, საკმაოდ მოცულობითია. სწორედ ამიტომ, მომხმარებლები პირდაპირ აჭერენ ღილაკს „Accept all cookies“ (ყველა ქუქი ფაილის მიღება), ტექსტის შინაარსის გაცნობის გარეშე.

რა არის ქუქი-ფაილები?
ქუქი-ფაილი არის პატარა ტექსტური ფაილი, რომელსაც ვებგვერდი ინახავს შენს ბრაუზერში. ის ინახავს ინფორმაციას შენი აქტივობის შესახებ; მაგალითად, ქუქი- ფაილებს შეუძლია დაიმახსოვროს:
 შენი ავტორიზაციის მონაცემები
 კალათაში დამატებული ნივთები ონლაინ მაღაზიაში.
 შენი ენა და მდებარეობა
 შენი დათვალიერების ისტორია
ქუქი-ფაილები დაყენებულია რათა თვალყური ადევნონ შენს აქტივობას სხვადასხვა საიტზე, რათა შექმნან შენი ინტერესების პროფილი.
როდესაც დააწკაპებ „Accept cookies“-ს, შენ ეთანხმები, რომ საიტმა შეინახოს ეს ფაილები შენს კომპიუტერში. ზოგიერთი საიტი ასევე გაძლევს საშუალებას, აირჩიო, რომელი ტიპის ქუქი-ფაილების გამოყენებაზე ხარ თანახმა.
(Accepting all cookies) ყველა ქუქის მიღებაზე თანხმობა იმას ნიშნავს, რომ მესამე მხარეებს, მაგალითად რეკლამის განმთავსებლებს, თქვენს მონაცემებზე წვდომას აძლევთ. „აუცილებელი ქუქების“ (necessary cookies) მიღება კი მხოლოდ ვებ-გვერდის გამართულ ფუნქციონირებას ემსახურება.

ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ქუქი-ფაილები პირდაპირ არ იპარავენ შენს სოციალური ქსელის პაროლს ან პირად მონაცემებს, მათ შეუძლიათ, თვალყური ადევნონ შენს ინტერნეტ აქტივობას და ეს ინფორმაცია გამოიყენონ სარეკლამო მიზნებისთვის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ დაუფიქრდე, რაზე თანხმდები, როცა ვებგვერდზე ქუქი-ფაილების მიღებას აჭერ.