არასრულწლოვანი დასაქმებულები
საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად ფიზიკურ პირს დამოუკიდებლად შეუძლია
დასაქმდეს 16 წლის ასაკიდან.
14 დან 16 წლამდე არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება
დასაშვებია მხოლოდ მისი კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის
ორგანოს თანხმობით.
14 წლამდე არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ
სპორტის, ხელოვნების ან კულტურის სფეროში საქმიანობის განსახორციელებლად ანდა
სარეკლამო სამუშაოს შესასრულებლად.
16 წლიდან 18 წლამდე არასრულწლოვანის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა
აღემატებოდეს კვირაში 36 საათს და სამუშაო დღის განმავლობაში 6 საათს.
14 წლიდან 16 წლამდე არასრულწლოვანის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა
აღემატებოდეს კვირაში 24 საათს და სამუშაო დღის განმავლობაში 4 საათს.
არასრულწლოვანის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების დროის ხანგრძლივობა
სამუშაო დღის განმავლობაში ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს 2 საათს, ხოლო სამუშაო
კვირის განმავლობაში ჯამურად − 4 საათს.
