გავარკვიოთ ერთად!🏗 მშენებარე კორპუსი – რატომ შეიძლება იყოს კარგი არჩევანი?
✔ დაბალი ფასი – მშენებლობის ეტაპზე ბინის ფასი საშუალოდ 15–30%-ით იაფია.
✔ გადახდის მოქნილობა – ხშირად მშენებლები გთავაზობენ შიდა უპროცენტო განვადებას.
✔ პროექტზე ზეგავლენის შესაძლებლობა – შეგიძლია აირჩიო გეგმარება, სართული, თუნდაც შეიტანო ცვლილებები.
❗ რისკები – არსებობს დაგვიანების ან დაუმთავრებლობის რისკი, თუ სამშენებლო კომპანია ნაკლებად სანდოა.
🏢 დასრულებული კორპუსი – როცა უკვე ხედავ დასრულებულ პროდუქტს:
✔ მზადყოფნა შესახლებისთვის – ხედავ ბინას და გარემოს ზუსტად ისეთად, როგორიც არის.
✔ დაგეგმვა მარტივია – არ გაქვს გაურკვევლობა შიდა რემონტთან, დაკავშირებით.
✔ საბუთების გამჭვირვალობა – ბინა რეგისტრირებულია, არ არის მშენებლობის ნებართვის რისკები.
❗ უფრო მაღალი ღირებულება – ასეთ ბინაში შედარებით მეტის გადახდა მოგიწევს.
🔍 ჩვენი რჩევა?
თუ გსურს ინვესტიცია მომავლისთვის და მზად ხარ ცოტა დალოდებისთვის – მშენებარე კორპუსი ფინანსურად მომგებიანია,
მაგრამ თუ დროული შესახლება გინდა და არ გსურს რისკებზე ფიქრი – აირჩიე დასრულებული კორპუსი. ასევე დასათვლელია პერიოდი, რა ვადაშიც დასრულებას გპირდებიან, რა თანხას მიიღებდით დასრულებულის გაქირავებით. თუ ეს თანხა იმ ფასდაკლებას უტოლდება, რასაც მშენებარეობის გამო ვღებულობთ, შესაძლებელია ეს გადამწყვეტი ფაქტორი გამოდგეს არჩევანის გაკეთებისას.