დაკავება


რა არის დაკავება და რა მომენტიდან ითვლება პირი დაკავებულად

დაკავება არის თავისუფლების ხანმოკლე აღკვეთა.
პირი დაკავებულად ითვლება მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის მომენტიდან. დაკავების მომენტიდან პირი ითვლება ბრალდებულად.
თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, რომლისთვისაც კანონით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა, ამასთანავე, პირი მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს, სასამართლოს პროკურორის შუამდგომლობით, გამოაქვს განჩინება პირის დაკავების თაობაზე. ეს განჩინება არ გასაჩივრდება.

პირის დაკავება სასამართლოს განჩინების გარეშე შესაძლებელია, თუ:

• პირს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე;
• პირზე, მასთან ან მის ტანსაცმელზე აღმოჩნდა ჩადენილი დანაშაულის აშკარა კვალი;
• პირი დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა, მაგრამ შემდგომ იგი თვითმხილველმა ამოიცნო;
• პირი შესაძლოა მიიმალოს;
• პირი ძებნილია.